ბრიტანულმა გამოცემამ The Mail on Sunday გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ კრუზს სიკვდილით ემუქრებიან.
მსახიობი და მისი მეუღლე ბოლო პერიოდში საიენტოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ჯგუფის წევრებისგან მუქარის წერილებს ღებულობენ.
ტომ კრუზმა ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში უკვე განაცხადა.
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვარსკვლავური ოჯახის უსაფრთხოებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმეს და პირადი მცველების რაოდენობა გაუორმაგეს.
ამის გარდა კრუზმა მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობაც წამოიწყო, რომელიც დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაუჯდება.
ავტორი