აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტოდ რობინსონის თქმით, აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ის ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
,,ცალსახად, ეს კანონი დაფუძნებულია რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესია, იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს კანონი ამას არ ემსახურება, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არჩევანია საქართველოსთვის და რაც მთავარია, ქართველი ხალხი არ ფიქრობს, რომ ეს სწორია საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებაში, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათი პრიორიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – თქვა ტოდ რობინსონმა, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტოდ რობინსონი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება. ის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტთან უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება.
კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალაა”.
ავტორი