ქართველი დეპუტატები “უცხოელი აგენტების” კანონის გამო ჩხუბობენ – ასე ეხმაურება BBC პარლამენტში კანონპროექტის განხილვას.
ტელეკომპანია წერს, რომ დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომელიც “ცდილობს, ზოგიერთ ორგანიზაციას აიძულოს, თავი “უცხოური გავლენის აგენტების” სიაში შეიყვანოს.
,,ეს ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების მეხუთედზე მეტს საზღვარგარეთიდან და აიძულებენ მათ დაემორჩილონ ხელისუფლების მხრიდან მონიტორინგს”, – წერს BBC.
კრიტიკოსები პარლამენტის წინ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კანონპროექტი რუსეთის კანონმდებლობაზეა დაფუძნებული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად არის შექმნილი.
ავტორი