“არა რუსულ რეჟიმს. გამოდით ნოდარ დუმბაძის სკვერში! 8 მარტს, 17 საათზე!” _ აქციას ჩოხატაურში სამოქალაქო აქტივისტი ნინო თოდრია აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რასაც დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი დაარბია, გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.