“კანონი გაიწვიეს… გადამწვარია პოლიციის მანქანები… დალეწილია მუზეუმი… დაბუგულია რუსთაველი…
მე ერთი კითხვა მაქვს: ან რატომ დაიწყეთ ან თუ დაიწყეთ რატომ არ გაიტანეთ?
სახელმწიფოა თუ ცუდად გაშლილი სუფრა??? რას ნიშნავს ადამიანების ასე ორად გაყოფა და შემდეგ კანონის გაწვევა????
დღის რეჟიმში ა: გადადგეს მთავრობა, მაინტერესებს ასე იოლად დათმობთ სკამებ,ს როგორც ჩვენი თავმოყვარეობა და თქვენი დაცვა ჩვენს მიერ დათმეთ???? ახლა რა ვქნათ, ვინც გიცავდით თითს რომ დაგვიქნევენ??? აბსოლუტურად ადამიანურად და ჯანსაღ კითხვას ვსვამ “ახია ჩემზე” რომ დაგიცავით მერამდენედ უნდა გვათქმევინოთ თქვენს მხარდამჭერებს????” _ წერს მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში.