“ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, სხვადასხვა თვალსაზრისით.
პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს.
მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, ორგანიზაციები უფრო სწორად, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის იგივე, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, როგორიცაა პივიტის გაყალბება, ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის. ეს ორგანიზაციები არიან არა ქართველის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ, შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ NGO-ების ხელით, საქართველოში ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, ამისათვის მადლობას ვუხდი მე ” ხალხის ძალის” გუნდს და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს”, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მეორე მოსმენით პარლამენტმა „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი