როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.
13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.