“მაბულინგებენ, სიცოცხლე აღარ, მინდა ვეღარ ვუძლებ ამდენს”, _ამ შინაარსის წერილი მისწერა ტიკტოკერმა ნონა ვაშაყმაძემ ბლოგერ შოთო სიხარულიძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ნონა ვაშაყმაძე დახმარებას ითხოვს (ემიგრანტის შვილი)
მივმართავ შოთო სიხარულიძეს და ემიგრანტების არხს _ ძალიან გთხოვთ, რომ დამეხმაროთ სოციალურ ქსელში დამცინიან მაბულინგებენ. ჩემი წონის გამო სიცოცხლე აღარ, მინდა ვეღარ ვუძლებ ამდენს.
შენ კარგად იცი, შოთო, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები და პირადად მიცნობ იცი რა პრობლემებიც მაქვს. დილას ტორილით ვიწყებ და ღამეს ტირილში ვატარებ ჩემი ბალიში სულ ცრემლებიითაა დანამული.
კუჭის ოპერაციის გაკეთება მინდა და იქნებ კეთილმა ადამიანებმა დამეხმაროთ. უმძიმესად ვარ, წამლებს ვსვამ, გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჭარბი წონის გამო სიცოცხლეს მიმწარებენ ბოროტი ადამიანები.
შენ ყველას ეხმარები, ვიცი. თუ გინდა რომ ვიცოცხლო და ჩემზე სამძიმრის წერილი არ გამოაქვეყნო, გემუდარები, დამეხმარე უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენს, ან იქნებ ვინმეს იცნობ კლინიკის ექიმებს და კეთილ ადამიანებს, ვინც დამეხმარება. იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი, ვინც სიცოცხლეს მაჩუქებს და დამაბრუნებს ამ სამყაროში”, _ წერია ნონა ვაშაყმაძის წერილში.