“ნორმალური და ადეკვატური პრემიერ-მინისტრი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა მმართველი გუნდის შეცდომებზე. ყველაფრის სხვებისთვის დაბრალება არასერიოზული და ბავშვური საქციელია. ქვეყანამ დანის პირზე გაიარა მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის იარლიყის მიკერება, ოპონენტების დევნის ახალი ინსტრუმენტების ხელში ჩაგდება. არ იქნებოდა ეს ინიციატივა?! ამხელა არეულობასაც არ გამოვივლიდით! გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შეიძლება ამგვარი კანონების გარეშეც!
ევროპარლამენტში რა სტანდარტებითაც ებრძვიან კორუფციას, იმავე საზომით საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაკონტროლება რომ ვცადოთ – ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში მხოლოდ აპარატის თანამშრომლების ნაწილი დარჩება…” _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.