ბახვი ჰესმა ამა წლის 1 მარტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად წარადგინა ბახვი 1 და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ორჯაჭვიანი(ეგხ) „ბახვი1-2“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში.
„ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. იმისათვის რათა, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მივაწოდოთ ცენტრალურ გადამცემ ხაზს, საჭიროა მასთან მიერთება. შესაბამისად, დღეს შევიტანეთ სკოპინგის პროექტი და ცხადია, ეს პროექტიც გაკეთდა იმ სტანდარტების დაცვით, რასაც ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკაში და ესაა, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო IFC და EIB სტანდარტები. ვიმედოვნებთ, რომ სკოპინგის პასუხი დადებითი იქნება და ჩვენ დაუბრკოლებლად გადავალთ გზშ-ს ეტაპზე“ – განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალურმა მენეჯერმა. გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2538 ბახვი ჰესი ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანიაა, რომლის ინვესტორებიც არიან ერთის მხრივ ამერიკული ფონდი, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი და მეორეს მხრივ ავსტრიული კომპანია „ილაგი“. ბახვი ჰესის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე, უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით შესრულებასა და დაცვას. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოსა და რეგიონის განვითარებაზე! |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved