იაპონიაში მფრინავი ავტომობილის სრულმასშტაბიანი პროტოტიპის გამოსაცდელად მომზადების პროცესი დასრულდა.
გამოცემა „Sankei“-ის მტკიცებით, მფრინავი მანქანის გამოცდა აიტის პრეფექტურის ქალაქ ტოიოდაში ჩატარდება, სადაც საავტომობილო გიგანტის „Toyota Motor“ ქარხნები და შტაბბინა მდებარეობს.
მანქანა 4 ვინტითაა აღჭურვილი, რომლებითაც ის კვადროკოპტერის პრინციპით დაფრინავს. საავტომობილო რეჟიმში ის 3 ბორბალზე გადაადგილდება. მანქანის სიგრძე 3,7 მეტრია, სიმაღლე 1,5. სავარაუდოდ, ავტომობილი 2 მგზავრზეა გათვლილი.
კონსტრუქტორების გეგმის თანახმად, ავტომობილი 10 მეტრის სიმაღლესე 100 კმ/სთ–მდე სიჩქარით იფრენს.
მფრინავი ავტომობილის სერიული წარმოების დაწყება 2025 წლიან იგეგმება, თუმცა მანამდე კონსტრუქტორებმა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ ფრენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი.
ავტორი