12 წლის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით არის უბედური შემთხვევა და ასფიქსია. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ექსპერტიზის შედეგი, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.
“საღამოს, 9 საათი იყო და ბავშვები სეირნობდნენ. ერთი სახლში ამოვიდა, მეორე ეს საწყალი ახლავე ამოვალო, ჩიფს ჭამდა. 9-დან 9:30-მდე გაწყდა კონტაქტი, შემდეგ უკვე ძებნა მიდიოდა. რომ ატყდა ყვირილი ვიპოვეთო, ცოცხალი გვეგონა- გაგუდულია რა, ასფიქსია. ცოტა ჩალურჯება ყელთან, დუჟი პირში და შემოხეული კაბა. ჩვენ ვთვლით. რომ ადგილზე რაღაც მოხდა… მგონია ნაცნობი იყო ვიღაც, უცნობი არა. ეგ, რომ ყოფილიყო უცნობი, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო,”_ აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.
წყარო: რუსთავი2