186-ე საჯარო სკოლა, სადაც გარდაცვლილი 12 წლის გოგო სწავლობდა, განცხადებას ავრცელებს.
„სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, თითოეულ მის თანაკლასელსა თუ მეგობარს, პედაგოგებს და მთელ დიდ დიღომს.აღნიშნული ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია“, – ნათქვამია განცხადებაში.