დღეს სამწუხარო ინფორმაციები გავრცელდა. გარდაიცვალნენ ცნობილი ექიმები. ექიმების გარდაცვლების გამო სოციალურ ქსელში გულისტკივილს გამოთქვამენ ქსელის მომხმარებლები და თანაუგრძნობენ ოჯახს და საზოგადოებას.
ერთი მ“სამტრედია”-ს გუნდის ექიმი ზურაბ კოხრეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
არჩილიჩ!
ერთგული, უპატიოსნესი და თავის საქმის პროფესიონალი, 40 წელი ერთი გუნდის სამსახურში ! ჩვენი გუნდის ექიმი ზურაბ კოხრეიძე გარდაიცვალა!
საფეხბურთო კლუბ “სამტრედია”-ს ფან კლუბი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზურაბ კოხრეიძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს ახლობლებს და სრულიად ქალაქს ! _ წერია “სამტრედიას” ფეისბუქგვერდზე.
ასევე გარდაიცვალა ცნობილი მეან-გინეკოლოგი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ავრცელებს:
“ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ გარდაიცვალა მეან-გინეკოლოგი ცისანა სიმონია და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს”, _ წერია ფეისბუქგვერდზე.
“უმაგრესი ადამიანი და უმაგრესი ექიმი. თბილი და ყურადღებიანი. ყველა ჩვენგანის იმედი და გულშემატკივარი.
მოკლედ, ტრაგედიები არ მთავრდება”, _ წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები და სამძიმარს გამოხატავენ.