კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ შეაჩერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ქვეყნის მთავარ ნარკოტრეფიკ კარტელთან, Gulf Clan-თან.
როგორც BBC იუწყება, მან კრიმინალური დაჯგუფება დაადანაშაულა “შფოთვის და ტერორის თესვაში” და უბრძანა უსაფრთხოების ძალებს ხელახლა გაეაქტიურებინათ სამხედრო ოპერაციები მათ წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა დეკემბერში, როგორც პრეზიდენტის გეგმის ნაწილი კოლუმბიაში “სრული მშვიდობისთვის”.