ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით მომხდარმა აფეთქებამ გაანადგურა რუსული რაკეტები, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტით იყო გადატანილი,_ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
ქალაქ ძანკოის რუსეთის მიერ დაყენებულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რაიონს დრონები დაესხნენ თავს.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინამ გამოაცხადა აფეთქებების შესახებ, მაგრამ პირდაპირ არ უთქვამს, რომ თავდასხმის უკან იდგა.
თუ თავდასხმა დადასტურდება, ეს იქნება უკრაინის სამხედროების იშვიათი შეტევა ყირიმში, რომელიც ანექსირებულია 2014 წლიდან.