სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მამუკა ანდღულაძემ კომენტარი გააკეთა.
მან თქვა, რომ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ პროვოკაცია მოუწყო.
“აუცილებლად მივიყვან საქმეს ბოლომდე, რომ გოგელია იქეთ ვცნო დამნაშავედ”,_ განაცხადა ანდღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.