BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტები ფოსტით გაგზავნილი ბომბის სამიზნეები გახდნენ. შემთხვევა ეკვადორში მოხდა.
ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა წერილით მიღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიუსრუმში გახსნა.
მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეხსიერების ბარათს ჰგავს. კომპიუტერში ჩართო და აფეთქების ხმაც გაისმა. დაშავდა ერთი ადამიანი.
ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ორშაბათს დაიწყო ტერორიზმის გამოძიება წერილების მიმართ.
მას არ დაუსახელებია კონკრეტული საინფორმაციო საშუალებები. თუმცა, სულ მცირე ხუთ სხვადასხვა ორგანიზაციას მთელს ეკვადორში გაეგზავნა მსგავსი წერილები.
მთავრობამ დაგმო თავდასხმები და აღწერს გამოხატვის თავისუფლებას, როგორც “უფლებას, რომელიც უნდა იყოს დაცული”.