“მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული.
მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარი სხვის მიერ”, _ წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.