თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა და მიწისძვრის კერის სიღრმე 7.34 კმ იყო.
შეგახსენებთ, თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 48 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.