“ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან, ადგილებიც ვიცი სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ჩვენივე სისტემაში ხდება, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამა და ამ სამინისტროში.
ეს, მე მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს.
მაგრამ, მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების მერე მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი”, _ ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები და ზურაბ აზარაშვილს კულტურის ახლანდელი მინისტრი შეცვლის.