ქართველმა ფეხბურთელებმა გიო მურვანიძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ოცნება აუსრულეს. გიო გუშინდელ მატჩს სტადიონიდან ადევნებდა თვალს, მერე კი ფეხბურთელებსაც შეხვდა.
ბერი ანდრიას დედა, თინათინი წერს:
,,ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკლავებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა. ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ!”