1971 წელს, თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დარვაზასთან, გაზის მიწისქვეშა საბადოს გახვრეტისას, შემთხვევით მიწა ჩაიშალა და დაახლოებით 70 მეტრი რადიუსის ორმოდან დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო ამოსვლა.
კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კრატერში ცეცხლი გაეჩინა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ უკვე 52 წელია რაც გიზგიზებს.
მას დერვაზას გაზის კრატერი ეწოდება, თუმცა ადგილობრივები კრატერს „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ.
ცეცხლის ალი ძალიან დიდი დისტანციიდანაც ჩანს და მის სანახავად ტურისტები დარვაზაში ხშირად ჩადიან, ხოლო მიმდებარე ტერიტორია კემპინგის მოყვარულებს იზიდავს.
ავტორი