13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.
შემთხვევა კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.
სასამართლომ დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე გუშინ იმსჯელა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, იმავე სახლში კი ქირით იყო ოჯახის 25 წლის ნათესავი კაცი, რომელიც არასრულწლოვანზე სისტემატიურად ძალადობა.
მომხდარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგო გაუჩინარდა, ოჯახი მას რამდენიმე დღე ეძებდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი მომხდარის შესახებ მოყვა. ოჯახმა პოლიციას აცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ არხს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.