7-9 მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებთან დაკავებულის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
“ციხის პირობებში, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო”,- თქვა ადვოკატმა.
ამასთან, როგორც ბითაძე ამბობს, დაკავებისას გრიგორიადისის უფლებები დაირღვა.