უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ცოტა ხნის წინ.
ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.