დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების ოჯახებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ, ვინც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავიანთი აქტივების დამალვაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირის ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვის ნათესავები, ცოლი და პუტინის ნათლულის დედაა – ოქსანა მარჩენკო
ასევე რუსი ოლიგარქების – სულეიმან ქერიმოვის, ანდრეი სკოჩისა, რუსი პარლამენტარის და ოლიგარქის ანდრეი სკოჩის მამა და ასევე მილიარდერის ქალიშვილი ვარვარა. ისინი ერთად ფლობენ ოლიგარქის აქტივებს. ანდრეი სკოჩისა და მისი ოჯახის ქონება რუსულმა Forbes-მა 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.
სანქციები შეეხოთ ევტუშენკოვის ორ შვილსა და ცოლს, ნატალია ევტუშენკოვსი, AFK Sistema PAO-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეუღლე (მისი ქონება Forbes-ის შეფასებით 2022 წელს $1,7 მილიარდი დოლარი იყო) და ბიზნესმენის შვილები, ტატიანა და ფელიქსი.
ბრიტანეთმა, ასევე სანქციები დაუწესა დემეტრეს იოანიდესსა და ქრისტოდულოს ვასილიადესს, რომლებიც ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს ქონების გადამალვაში ეხმარებოდნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მათთვის იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც დამალული ჰქონდათ და პარტნიორებთან ერთად იბრძოლებენ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ.
ავტორი