შავი ზღვა არასოდეს გახდება “ნატოს ზღვა”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას, რომელმაც თქვა, საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა, ისევე როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში.
“შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა. ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპირო სახელმწიფოსთვის, ეს უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედების და უსაფრთხოების ზღვა. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს განუყოფელი უსაფრთხოება”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლმა შენიშნა, რომ კულებას განცხადება ეფუძნება ორ ურთიერთგამომრიცხავ კონცეფციას – დემილიტარიზაციას და ნატოს.
ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია. კულება ამბობს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა, ისევე როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში.
ავტორი