ბედური შემთხვევა კახეთში – 40 წლამდე ასაკის მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ყვარელში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, ქარის გამო შეფერხებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას ცდილობდა, როცა მას დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” კახეთის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ტრანსფორმატორი, სადაც შემთხვევა მოხდა, კერძოა და დენის გათიშვის თაობაზე მათთან მოთხოვნა არ შესულა.
ახალგაზრდა კაცი, თელავის მკვიდრია და ის, ყვარელში მუშაობდა.
ამ დროისათვის, გარდაცვლილის ცხედარი, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
პრაიმტაიმი