,,ნაციონალური მოძრაობა” უკვე მეორედ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას. ამ წინადადებით ისინი ხვალ პარლამენტს მიმართავენ. მათი სურვილია, რომ კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ სისტემაში ექსპრეზიდენტის უფლებები. ასევე იმყოფება თუ არა სათანადო პირობებში ის კლინიკა “ვივამედში.”
“ვფიქრობთ, დავაყენოთ საკითხი მიხეილ სააკაშვილის გარშემო საგამოძიებო შექმნასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, არის წონაში ძალიან მოკლებული და ფაქტობრივად ჩონჩხის სილუეტი დავინახეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან მძიმე სანახავი იყო,” – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.