“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ შეიცვალა ხელისუფლება და “ნაცები” უმრავლესობით დაბრუნდნენ: უეცრად ვიხილეთ, რომ უზენაეს სასამართლოს თავჯდომარედ მოიწვიეს ისევ შალვა თადუმაძე! (მურუსიძის ანალოგია);
გენ პროკურორად დანიშნეს ფარცხალაძე!
(შოთაძის ანალოგია);
კობახიძე გაუშვეს საკონსტიტუციო სასამართლოში! (იქ დასაქმებული ფერნაცვალი ნაცების ანალოგია);
მდინარაძეს მისცეს არაფორმალური ძალაუფლება: აკონტროლოს სასამართლო!
( ჩინჩალაძის ანალოგია);
არც მინდა იმის წარმოდგენა, რაოდენ შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს და პირველი გავემიჯნები იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამდენი წელია ვიბრძვი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის!
ჩემო “ქოცო” მეგობრებო, არ გიტყდებათ ის მდგომარეობა რა დღეშიც ჩაგყარათ ივანიშვილმა?!
ხვდებით, რომ
მთელი “ქართული ოცნება” იბრძვით გირგვლიანის საქმის მოსამართლის გადასარჩენად?!…..
ხოდა თქვენი ხმა არ გავიგო, “ცოცხებზე”! – შეირგეთ ცოხებიც და “გირგვლიანის გამპრავებლებიც!” _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი.