საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 39 ქვეყნის ნაკრებს შორის, მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა.
ევროპის ჩემპიონი – გივი მაჭარაშვილი (97 კგ); ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ); ბრინჯაო – შოთა ფარტენაძე (61 კგ); ბრინჯაო – ედემ ბოლქვაძე (65 კგ); ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ); ბრინჯაო – მირიან მაისურაძე (92 კგ).