,,აქონდროპლაზია ფეხბურთელ ლეო მესის სჭირდა… 4 წლიანი მკურნალობისას 1400 ნემსი აქვს გაკეთებული და ამის მერე გაიზარდა სიმაღლეში.
ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს ბოსები აცხადებენ, წამალი არ არსებობს და რაც არსებობს, ექსპერიმენტულია, გვერდითი მოვლენები აქვსო. მესი მკურნალობის ხარჯების ნაწილი ოჯახმა გაიღო, ნაწილი საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” დაუფინანსა. მაინტერესებს, თუ არ არსებობს წამალი, 2000 წლიდან, 13 წლის ლეო მესის როგორ მკურნალობდნენ ჯერ არგენტინაში და მერე ესპანეთში? და როგორ განკურნეს? რატომ ატყუებენ ხალხს? აღარა ბნელა, არა.” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლევან ჯავახიშილი.