22 აპრილს მთელ მსოფლიოში „დედამიწის დღე“ აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმართება გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებები. „დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო , დღეს 24 აპრილს კი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩოხატაურში, „გურია ნიუსის“ ოფისის მეორე სართულზე მდებარეობს, ჩოხატაურის მერის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს, ჩოხატაურის ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზატორობით მოეწყო თემატური ანიმაციის ჩვენება, სახელად “The Lorax” (ლორაქსი).
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის, მუნიციპალიტეტის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა მამალაძე და კულტურის სამსახურის სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხებში ლიკა ჩაკალოვი.
_ 22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნებოდა და ამ დღესთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით მოვაწყვეთ თემატური ანიმაციის ჩვენება “The Lorax” პირველი საჯარო სკოლის ბავშვებისთვის, გვითხრა ჩოხატაურის ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელმა და მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე_ სალომე ტრაპაიძემ.
ავტორი