ახალი მსოფლიო ომის დაწყება სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კონფერენციაზე განაცხადა.
,,მსოფლიო ავადაა და სავსებით შესაძლებელია, ახალი მსოფლიო ომის წინაშეა. არის თუ არა ეს გარდაუვალი? არა, არაა”, – თქვა მედვედევმა.
მისი მტკიცებით, უკრაინის ომის თავიდან აცილებას 30 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, თუმცა რუსეთი “ჩაითრიეს”.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა გამოიჩინოს ძალიასხმევა, რომ თავიდიდან აიცილოს ახალი მსოფლიო კონფლიქტის დაწყება.
“რა იქნება ბოლო წვეთი, რა იქნება გამომწვევი – ვერ ვიტყვი. მაგრამ რაღაც მომენტში ეს შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მსოფლიო დაპირისპირების, ცხელი, სრულყოფილი მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ რეალიზდეს. მესამე მსოფლიო ომი მოსალოდნელია“, – აღნიშნა მედვედევმა.
შექმნილ ვითარებაზე საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს საერთოდ არ სურდა მოვლენების ასეთი განვითარება. „მაგრამ სამყარო მართლაც აბსოლუტური ხარისხით არის ელექტრიფიცირებული“, – განაცხადა მან.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში ის და მისი თანატოლები „ასევე მუდმივად საუბრობდნენ შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებაზე, ვარშავის პაქტისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის დაპირისპირებაზე. მაშინ ჩანდა, რომ ეს იყო რაღაც ჰიპოთეტური, განუხორციელებელი ამბავი, შეუძლებელი სცენარი. მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს”, – თქვა მედვედევმა.
ავტორი