„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აფასებს.
„გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 – ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით – 25 % ჰქონდა “ოცნებას” და ენმ – ს 6 % .
მარტის თვის კვლევით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 % და „ოცნებას“ 19 % .
კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს .
ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს!
რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის !
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული „ ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ!
და ბოლოს … ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.