“იქ დავბრუნდი, სადაც წლების წინ გომბორზე ავტობუსით გადავბრუნდით.
ზუსტად იმ ადგილას სადაც ჯოჯოხეთი ვნახე წამებში და არ მქონდა დრო რომ საკუთარ თავზე მეფიქრა, რადგან 26 ადამიანზე ვიყავი პასუხისმგებელი.
დღესაც არ ვიცი თუ როგორ, რა შინაგანი ძალით შევძელი მაშინ მობილიზება და ყველაფრის კონტროლი დაბნეულობის, პანიკის თუ სტრესის გარეშე.
ვიდექი მაღლობის პირას და დიდხანს ვიხსენებდი იმ წამებს ..
როცა, წარმოსახვაში ყველაფერი აღვადგინე, გავშორდი იქაურობას და მივხვდი…
ლოდი რომელიც ჩემს ფსიქიკას მძიმედ აწვა, იქ დავტოვე, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს…” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, გიდი ზურა ბაუჟაძე.