“ვუსმენდი ერთ პოლიტიკოსს. ყველა პარტია უნდა გავერთიანდეთო.
ეს არის ოცნების დამარცხების ფორმულაო. სანამ ძალიან ეშხში შესულა ეს ხალხი ზედმეტი ჩაანალიზების გარეშე, მოკლედ გეტყვით: ყველას “გაერთიანება“, უფრო ზუსტად კი გადაზელვა და სახის ახევა არის კეზერაშვილ–მერაბიშვილის პროექტი და ეს არის ოცნების გადარჩენა სინამდვილეში.
ერთადერთი რეალური გამოსავალია ცალკეული პოლიტიკური პარტიები გაძლიერდნენ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საკუთარი იდენტობა იპოვონ, საკუთარი ამომრჩეველი იპოვონ, იმუშაონ, მყარად დადგნენ ფეხზე და დამოუკიდებლები იყვნენ გადაწყვეტილებებში.
ვინც ამას ვერ მოახერხებს, ადგეს და წავიდეს პოლიტიკიდან. ეს ე.წ. “ერთობა“ არის ცრუ მიზანი და ვინც ამაზე დაგიწყებთ ლაპარაკს, იცოდეთ, რომ ცუცურაკია.” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.