“სავარაუდო მოტივი ფულია, სადღაც 20 000-მდე აქვს აღებული და მისაცემი ჰქონდა სხვისთვის. ეტყობა გაჟონა ინფორმაციამ და სავარაუდოდ, ესენი დაედევნენ ჯეირანს. ჰქონდა ტურისტული სააგენტო. რა თქმა უნდა, [საქმიანობა გახდა მოტივი], დაჯგუფებაა ესენი რუსები არიან, ახალი ჩამოსულები არიან და მათ უნდოდათ ეტყობა ხელში ჩაგდება კომპანიის. 10 ტყვია აქვს, 10-ვე თავში, ეტყობა იცნო ვინც იყო. ფული წაღებულია, ოქრო, აბსოლუტურად ყველაფერი წაღებულია”,- ამბობს “მთავარ არხთან” პირი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.