შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი უცხოეთის 47 მოქალაქეს მიენიჭა.
იმ პირთა შორის, ვისაც ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 39 უკრაინის, 3 კი ყაზახეთის მოქალაქეა. ხოლო 5 ადამიანის მოქალაქეობა დაუდგენელია.
ინფორმაციისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
საქართველოს კანონმდებლობით სერიოზულ ზიანად მიიჩნევა:
პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე;
წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი;
პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.