ბანანისგან შექმნილი ნამუშევარი მუზეუმის დამთვალიერებელმა შეჭამა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა სეულში მოხდა.
სამხრეთ კორეელმა ხელოვნებათმცოდნემ შეჭამა ბანანი, რომელიც მხატვრის მაურიციო კატელანის ინსტალაციის ნაწილი იყო და თქვა, რომ შიოდა.
ნამუშევარი სახელწოდებით “კომედიანტი”, კატელანის გამოფენის “WE” ნაწილი შედგებოდა მწიფე ბანანისგან, რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული სეულის ხელოვნების მუზეუმში.
ბანანის ჭამის შემდეგ, სტუდენტმა, ნო ჰუინ-სუმ, კანი კედელს ლენტით მიაკრა.
მოგვიანებით მუზეუმმა იმავე ადგილას ახალი ბანანი მოათავსა, იტყობინება ადგილობრივი მედია.
ინციდენტი, რომელიც ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, მისტერ ნოჰს მეგობარმა ჩაწერა.
Leeum-ის ხელოვნების მუზეუმმა არ უპასუხა BBC-ის ელექტრონული ფოსტის შეკითხვას. თუმცა, მან მედიას განუცხადა, რომ სტუდენტს ზიანის ანაზღაურებას არ მოითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენილი ბანანის შეცვლა ხდება ორ-სამ დღეში ერთხელ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისტერ კატელანის ნამუშევრებისთვის გამოყენებული ბანანი ვიზიტორმა შეჭამა.
2019 წელს პერფორმანსის მხატვარმა დევიდ დათუნამ ბანანი კედლიდან გამოაძრო მას შემდეგ, რაც ნამუშევარი მაიამიში, Art Basel-ში $120,000 (91,000 ფუნტ) დოლარად გაიყიდა.
ბანანი სწრაფად გამოიცვალა და შემდგომ მსგავსი ქმედება აღარ განხორციელებულა.