გადაცემაში “ექიმები” 9 ძირითადი პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც სიმაღლეში ზრდაში გვეხმარება და სასარგებლოა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ სიმაღლეში ზრდას ზოგიერთი ადამიანი 16 წლის ასაკში ასრულებს, ზოგი კი – 25 წლის ასაკში. კარდიოლოგმა ლევან ქარაზანიშვილმა კი განმარტა, რომ სიმაღლეში ზრდა 3 კომპონენტზეა დამოკიდებული. ესენია: ჰორმონალური ბალანსი, ჯანმრთელი ძვლები და საკვები.
ექიმების მიერ დასახელებული 9 პროდუქტი ასე გამოიყურება:
ლევან რატიანი: კვერცხი – შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ისე შემწვარი. მის შემადგენლობაშო პროტეინი შედის, რაც თავისთავად კუნთოვანი სისტემის აქტივაციას იწვევს და მას ელასტიურობას ანიჭებს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.
ლევან ქარაზანაშვილი: საქონლის ხორცი – უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი სახეობის ხორცი. მდიდარია E და B ვიტამინებით, თუთიით, განსაკუთრებით კი რკინით. რკინა ჩვენს უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს და მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობისათვის აუცილებელია.
რეზო ომიაძე: ბოსტნეული – ბოსტნეული, განსაკუთრებით ყვითელი ბოსტნეული ზრდა-განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. სტაფილო როგორც უმი სახით, ასევე წვენი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, რომელიც ზრდის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი K ვიტამინის მდიდარი წყარო გახლავთ.
ლევან რატიანი: ნიგოზი – ნიგოზი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა E ვიტამინი, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ასევე, შეიცავს ორგანულ ნაერთებს და დიდი რაოდენობით შედის ფოსფორი, რომელიც ძვლის ოსტეოგენეზში მონაწილეობს.
რეზო ომიაძე: თაფლი – თაფლი მარტივ შაქრებს შეიცავს, რაც ინსულინის დონეზე არ მოქმედებს. ამიტომ, ზრდა-განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა.
ლევან ქარაზანაშვილი: ზღვის პროდუქტები – იდეალურია ზრდის ხელშეწყობისთვის და ერთ-ერთი გამორჩეულად სასარგებლო ამ მხრივ მოლუსკებია. დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს და ზღვის პროდუქტები მაღალი ხარისხის პროტეინების მნიშვნელოვანი წყაროცაა. ასევე, ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზიც, რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს.