https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სკუდეტოში“ ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ძალიან დიდია

8:40; 6.05.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ქალაქ ნეაპოლში დიდი ზეიმი დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

იტალიური მასმედიის ინფორმაციით ზეიმს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. სროლის შედეგად ერთი ადამიანი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.  გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც ღამის განმავლობაში ნეაპოლის საავადმყოფოს მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლის პრეფექტმა კლაუდიო პალომბამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის ბიჭის გარდაცვალება „ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმს უკავშირდებოდა. ყოველ შემთხვევაში საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ტრაგედიის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება.

ლუჩანო სპალეტი კი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. 64 წლის სპეციალისტმა „ნაპოლის“ ისტორიული ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეს ბედნიერება შენთვისაა ნეაპოლო! როდესაც აქ მოვედი, ეს სკუდეტოს მოსაგებად გავაკეთე, რადგან შესანიშნავი მწვრთნელების, ბენიტესის, სარის, ანჩელოტისა და გატუზოს შემდეგ, რომელმაც იტალიის თასი მოიგო, მხოლოდ ერთი გზა მქონდა გასავლელი, მხოლოდ გამარჯვების გზა, სხვა შანსი არ მქონდა, რომ აქ კვალი დამეტოვებინა.

ნეაპოლელების ზეიმის ყურება ენით აღუწერელი ემოციაა, მათი ვნების და სიყვარულის განცდა. ეს არის პასუხისმგებლობა, როცა ამ მაისურს ირგებ, დღეს სწორედ ეს ბრწყინვალე ხალხი მაბედნიერებს. შევძელით ბრწყინვალე მოგზაურობის დასრულება და სირთულის მომენტებში რეაგირებას ყოველთვის ვახერხებდით. მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყავი, ამბობდნენ, რომ ზედმეტად მაღალი მიზნები მქონდა დასახული, როდესაც ვთქვი, რომ სკუდეტოს მოგებას ვეცდებოდით. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მაქსიმუმი გამომეღო ფეხბურთელებისგან, ჩამომეყალიბებინა გამარჯვებული მენტალიტეტი, რაც წელს გამოიხატა. მოვახერხეთ და ამ ქალაქისთვის ისტორიის ფურცელი დავწერეთ.

პირველ რიგში ფეხბურთელებს ვუძღვნი გამარჯვებას, რომლებმაც დაიმსახურეს ეს ბედნიერება, შემდეგ გულშემატკივრებს, კლუბს, პრეზიდენტს, ყველას ვინც, აქ ყოველდღე მუშაობს. შემდეგ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს მატილდეს, რომელიც დიდი გულშემატკივარია და ჩემს ძმას მარჩელოს“,  – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ და შემდეგ ატირდა.

„ნაპოლის“ გაჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. „უდინეზე“ – „ნაპოლის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველის ასპარეზობა იტალიურმა მედიამ შემდეგნაირად შეაფასა:

Calciomercato.it – 7 ქულა: „პირველ ტაიმში ცოტა ჩახლართულია, მიუხედავად იმისა, რომ „უდინეზეს“ დაცვა მჭიდრო და ზოგჯერ ძალადობრივიც იყო. მეორე ტაიმში კი უკვე ფაქტორი გახდა“.

Tuttonapoli – 7 ქულა: „ყოველთვის შემოქმედებითია. საჯარიმოში შეეხნენ და სკუდეტოს პენალტი შეიძლებოდა მოეპოვებინა, მაგრამ მსაჯი და VAR უმცირესობაში არიან მილიონობით მაყურებელს შორის, რომლებიც წესების დარღვევას არ ცნობენ. მეორე ტაიმში იყო მისი დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია, მაგრამ ოსიმენმა დაამატა და სკუდეტო-გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მეტი სივრცე, შესაბამისად, მეტი დრიბლინგი და სპრინტები ჰქონდა“.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: „უკვე რამდენი ხანია მისთვის შექმნილი ტაქტიკური გალიებით უწევს ცხოვრება. გამონაკლისი არც უდინეა. პირველი ტაიმი არ იყო კარგი, მაგრამ ოსიმენის გოლი მისი მარჯვენა ფეხისგან მოვიდა. მოედანი ოვაციების ფონზე დატოვა“.

გამოცემამ Calciomercato.com „ნაპოლის“ ფეხბურთელების შეფასებები არა კონკრეტულად „უდინეზესთან“ მატჩით განსაზღვრა, არამედ მთელი სეზონით. ხვიჩა კვარაცხელიამ მაქსიმალური, 10 ქულა დაიმსახურა, მხოლოდ ლუჩანო სპალეტის და ვიქტორ ოსიმენის ერგოთ მსგავსი შეფასება:

„კვარავაჯო, კვარადონა, დაარქვით რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ფსონია ბოლო წლების განმავლობაში. „ნაპოლიმ“ იპოვა ნამდვილი ტალანტი, რომელმაც გოლებით და საგოლე პასებით პასებით ამ გუნდის ლიდერობა მოახერხა და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტალანტი გახდა“.

კვარას, სპალეტის და ოსიმენს „Sportmediaset“-მაც დაუწერა სეზონისთვის 10 ქულა:

„სეზონის ყველაზე ლამაზი სიურპრიზი. პირველივე დღიდან დამანგრეველი გავლენა, მოქმედებები მოედანზე, რომელმაც „ნაპოლის“ ფანების თვალები გაანათა და ოცნებების უფლება მისცა. „კვარადონა“, როგორც მას თავიდანვე შეარქვეს, „ნაპოლის“ სიმბოლური სახეა, რომელიც სერია A-ში დომინირებდა აუტსაიდერის პოზიციიდან. ოსიმენთან ურთიერთგაგება საოცარი იყო, იტალიაში მის პირველივე სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა და საგოლე პასები გააკეთა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო. ის გახდა ჩვენი ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და მხოლოდ ერთ სეზონში მისი საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა“.

„Corriere Dello Sport“-მაც სეზონი შეაფასა და კვარაცხელია „ნაპოლის“ ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელსაც მაქსიმალური შეფასება ერგო – 10 ქულა:

„საუკეთესოს არჩევა მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. მისი ამბავი იმსახურებს დისნეის ზღაპარს. ერთხელ იყო ინსინიე, რომელიც მარცხენა ფლანგს ტოვებს და ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა, მაგრამ პირდაპირ ბათუმიდან და არცთუ ისე პრესტიჟული „დინამოდან“ მოდის. ჯუნტოლის დახუჭული თვალებით სჯერა მისი და სპალეტი პირველივე ვარჯიშებზე იხიბლება. და ტიფოზები? მათ შეკითხვების დასმის დრო არც ჰქონიათ: კვარას პირველი ოფიციალური გოლის გასატანად მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა: მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წუთი! არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც 37 წუთში რეცხვას ვერ ასწრებენ. ის სწრაფად ადაპტირდა იმ ჩემპიონატში, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიაში ვერ აჩვენეს თავიანთი ნიჭი.

37 წუთი და თავით გოლი. ეს არ არის მისი სპეციალობა, უბრალოდ მან გააფრთხილა მსოფლიო, რომელიც მას ჯერ კიდევ აბუჩად იგდებდა, გაუგზავნა მათ მესიჯი: „მე შემიძლია გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით“.

კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. მთვარის მოტანაც რომ გეთხოვათ, ის ალბათ გამოჩნდებოდა თქვენს სახლში თანამგზავრით და ბოდიშს მოიხდიდა ორი წუთით დაგვიანებისთვის. მასზე სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ გულშემატკივრებმა იციან, რომ ციფრები განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე პასების გარდა, კვარას მუდმივი ყოფნა მოედანზე, თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებში, ბევრს ნიშნავდა. ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო მეტოქეებს ხვდება, მაინც ახერხებს სამ-ოთხჯერ გაქცევას და კარისკენ მიდის. როდესაც მოწინააღმდეგე მწვრთნელები ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, რომ ერთი მცველი საკმარისი არაა მის შესაჩერებლად, მეურვეობას აორმაგებენ, მაგრამ ის პოულობს გზას, რომ ისინი მოატყუოს. ვინც მის წინააღმდეგ ითამაშა, არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეთა უმრავლესობას მოუწია მისთვის უფრო დიდი ხანი ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახათ.

კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს. მომავალ წელს „ნაპოლი“ მაისურებს რომ შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია“.

თავად ხვიჩა კვარაცხელია კი იტალიის ჩემპიონობის შემდეგ გასახდელში ატირდა. ეს ვიდეო, რომელშიც კვარას ალექს მერეტი ამშვიდებდა, სერია A-ს სოციალურ არხებზე ვირუსულად გავრცელდა.

აი, რა დაწერა ცნობილმა გამოცემამ „Goal Italia“, რომელმაც კვარას აცრემლებული ფოტო სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა:

„ბიჭის ცრემლები. გასულ ზაფხულს ეს ბიჭი უბრალოდ ახალწვეული იყო, გამოუთქმელი გვარით. შემდეგ ყველას სურდა ამის შესწავლა, კვარა კი არა, კვარაცხელია. იმიტომ, რომ ვალდებულება იყო მისი სახელის ყვირილი გოლების, პასებისა და გამარჯვებისკენ გაქცევის გამო. ბოლოს ეს ბიჭი, სახელად ხვიჩა, სკუდეტოს მოგების შემდეგ ატირდა. და, მასთან ერთად ყველა გულშემატკივარი, რომელიც ამას 33 წელი ელოდა“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ხვიჩა კვარაცხელია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4 მარტი, 2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026

ადამიანი, კარგი კარმა და ასტროლოგია

ვის ემუქრება ფინანსური მარცხი

ყველა სიახლე

საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5.03.2026
ფინანსები

 საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები –  მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში

14:30; 5.03.2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5.03.2026
მსოფლიო

უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

13:29; 5.03.2026
მსოფლიო

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

13:26; 5.03.2026
საზოგადოება

ახალი რეგულაცია მძღოლებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა

12:44; 5.03.2026
საზოგადოება

ნადირობის სეზონი დასრულდა _ როდიდან იქნება ნებადართული

12:33; 5.03.2026
ზაფრანი

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც სენაკში ხანძარს ემსხვერპლა

12:05; 5.03.2026
ფინანსები

რა შემცირდა და რა გაიზარდა _ ცვლილება ლანჩხუთის ბიუჯეტში

11:42; 5.03.2026
საზოგადოება

“არ დაადგა საშველი, რომ ადამიანებს თავზე არ გვაწვიმდეს”

11:39; 5.03.2026
საზოგადოება

სოლიდური და შთამბეჭდავი თანამდებობრივი სარგოები ჩინოვნიკებისთვის

11:38; 5.03.2026
საზოგადოება

ხანძარი სენაკში _ არის მსხვერპლი

11:28; 5.03.2026
საზოგადოება

საუდის არაბეთის დედაქალაქიდან ავიარეისით თბილისში 171 მგზავრი დაბრუნდა

11:24; 5.03.2026
ზაფრანი

სასიყვარულო შეცდომები: რას არ აკეთებ სწორად

10:21; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო