უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილი 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.
ოჯახის წევრები და ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ და დაღუპულ მებრძოლს პატივი მიაგეს.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.