დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა, _ ინფორმაციას და ფოტოებს ფეისბუქჯგუფი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
“1938 წელს დიდუბის სასაფლაო გაუქმდა , მისი გალავანი მოანგრიეს და გალავნის პირას დაკრძალულ პირთა საფლავები სავალი გზის ქვეშ აღმოჩნდა.
მათ შორის არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის საფლავი იყო. ერთ ერთი იყო პედაგოგი ეგნატე ხრამელაშვილი.
დღეს ამ საფლავებში არსებული ნეშტები, შესაძლებელია, დაიკრძალოს დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე ერთ საძმო საფლავში და დაეწეროს იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომელთა საფლავები შეეწირა 1938 წლის ვანდალიზმს”, _ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.