„რადიო თბილისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
„BREAKING! რადიო თბილისის საგანგებო განცხადება
რადიო თბილისმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, რადიოს ფეისბუქ გვერდზე სიცოცხლისთვის საშიში მუქარის შემცველი კომენტარების გამო.
ვინმე დათო ფიროშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, წარმოშობით გურჯაანიდანაა, რადიოს თანამშრომლებს სიცოცხილის მოსპობით ემუქრება.
საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.
რადიო თბილისის გვერდზე რადიკალი პრორუსული ჯგუფების და “რეპერ” “მასტერის” მხარდამჭერთა მასირებული შეტავა, მას შემდეგ განხორციელდა, რაც რადიოსადგურმა აღნიშნული შემსრულებლის სიმღერები სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა.
შეურაცმყოფელ კომენტარებზე დღესვე არაერთი რეაგირება გაეგზავნა სოციალურ ქსელ ფეისბუქსაც“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.