ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიაში“ ძალიან თბილი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ლიტერატურული სალონის დამფუძნებლის დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის ინიციატივით აღნიშნულ ორგანიზაციაში პოეზის და სიმღერის საღამო გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა და ორგანიზაციის ბენეფიციარებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ძალა ერთობაშია და მსგავსი შეხვედრები კი აუცილებელი.
„წლების განმავლობაში ბრწყინვალე შვიდეულში „გურიას“ ბენეფიციარებს სახლში ვმასპიძლობდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს ტრადიცია შეწყდა და წელს ახალი ფორმატით მოხდა ამ ტრადიციის აღდგენა. ლიტერატურული სალონის წევრები ვეწვიეთ საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ და ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენს ცხოვრებაში. ეს სიხარული, რომელიც დღევანდელ დღეს გადაგვედო ყველას დიდხანს გაგყვება.“ – გვითხრა მამა ბასილმა.
შეიძლება ითქვა, რომ ახალმა ფორმატმა გაამართლა ორი საათის განმავლობაში შეხვედრაზე არაერთი ლექსი ითქვა, იყო საინტერესო ამბების გახსენება, ცეკვა და სიმღერა.
ასოციაც „გურიას“ ბენეფიციარებისთვის ფოტო სესია დაგეგმა ოზურგეთელებისთვის ცნობილმა სახემ, მარინა ჯაფარიძემ. მან თითოეულ მათგანს ფოტოები თავად გადაუღო და საჩუქრად გადასცა.
ავტორი