ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სტადიონზე ორ მამაკაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
“პრაიმტაიმი”