რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილი მოჭიდავე ხუტა ქასოშვილია.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ქასოშვილი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა.