საქართველოში ორშაბათიდან გამოიდარებს, თუმცა მცირეხნით და 18 მაისიდან ისევ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ეს შაბათ-კვირა კვლავ ტენიანია. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება +15, +16 გრადუსამდე. ორშაბათს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 18 მაისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაბლობ რაიონებში დაახლოებით +24, +27 გრადუსამდე, შესაძლებელია +30 გრადუსიც დაფიქსირდეს. თუმცა გამოდარება არის სამდღიანი და 18 მაისიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.